“აბა, რაო, კნუტებო, იამპოლი ჩვენია” – უკრაინელი სამხედროები ლიმანის რაიონის ქალაქ იამპოლში შევიდნენ (ვიდეო)
უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის იამპოლის ურბანული ტიპის დასახლებაში შევიდნენ, რომელიც ქალაქ ლიმანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ლიმანი ალყაში მოაქციეს და ოკუპანტებს მისი დატოვების შესაძლებლობა აღარ აქვთ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ადმინისტრაციულ შენობასთან დგას და ამბობს: „აბა, რაო, კნუტებო, იამპოლი ჩვენია“.
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
იამპოლი ლიმანიდან 17 კილომეტრში მდებარეობს.