ფინეთმა რუსი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტა

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალულია. გადაწყვეტილება ძალაში გვიან ღამით შევიდა.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ თქვა, გადაწყვეტილება რუსული ტურიზმის შეზღუდვის მიზნით იქნა მიღებული.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტა მიკონენის თქმით, რუსული ტურიზმი საზიანოა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები