რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარების შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტები კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ვაღიარებ და ვადასტურებ ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, 2022 წლის 27 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე ხერსონის რეგიონის ხალხის ნების გათვალისწინებით, ვწყვეტ: ვაღიაროთ ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, მსგავსი დადგენილება ეხება ზაპოროჟიეს რეგიონის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარებასაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები