თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვას კიდევ ერთი შანსი მისცეს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ფასილიტატორის როლი შეასრულოს.

საუბრისას თურქეთის ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის და მარცვლეულის შეთანხმების წარმატებით მიმდინარეობის შესახებ.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, რისთვისაც რუსეთისგან ნაბიჯებს ელოდება, განსაკუთრებით დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები