„უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ძირძველი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ ომს წააგებს.

„უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას და გაიმარჯვებს ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ ომში, რადგან საკუთარ მიწაზე ვართ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენთანაა. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჭეშმარიტებაა პლანეტის ნებისმიერი ერისთვის: სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, ბედნიერების უფლებისთვის ყველა ჩვენი ოჯახისთვის, ყველა ჩვენი შვილისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი მარტო დარჩა, უკვე იზოლირებულია და მიმდინარე ომის გამო დაგმობენ“.

„ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის საკუთარ თავს გაინადგურებს“, – როგორც ჩანს, კრემლმა არ იცის იმამ შამილის ეს სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები კავკასიაში უნდა იცოდნენ. მათი მოსმენა უნდა მოხდეს ციმბირში და ყველგან, საიდანაც ხალხი ამ ომში იგზავნება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები