რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა „შეცდომით მობილიზებულების“ სახლში დაბრუნება მოითხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მობილიზებას მხოლოდ რეზერვისტები ექვემდებარებიან და მობილიზაციის დროს დაშვებული „შეცდომების გამოსწორებისკენ“ მოუწოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მობილიზაციის დროს მოქალაქეები იღებენ უამრავ ინფორმაციას ამ თემაზე, თავად კანონპროექტის ორგანიზებაზე, ხარისხზე, მიწოდებაზე, საცხოვრებელ პირობებზე და სხვა საკითხებზე. ამ მობილიზაციის დროს ჩნდება ბევრი კითხვა. ყველა შეცდომა უნდა გამოსწორდეს და მომავალში თავიდან უნდა იქნეს აცილებული. აუცილებელია თითოეული საქმის ცალ-ცალკე განხილვა და თუ დაშვებულია შეცდომა, უნდა გამოსწორდეს – ვინც უსაფუძვლოდ გამოიძახეს, სახლში უნდა დაბრუნდნენ.

ვიმეორებ, გაწვევას ექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რომლებსაც აქვთ მოთხოვნადი სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები