„პუტინი ისე მოკვდება, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს“ – სენატორი რიში

პუტინის იდეა, რომ მას შეეძლო უკრაინის ოკუპაცია და იქ მის მიერ მართული რეჟიმის დანიშვნა, დასრულდა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ისე მოკვდება, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს.

„პუტინის იდეა, რომ მას შეეძლო უკრაინის ოკუპაცია და იქ მის მიერ მართული რეჟიმის დანიშვნა, რაც მის მიზანს წარმოადგენდა და შემდეგ სხვა ქვეყნებში გადასულიყო, დასრულდა. ის ვერასდროს მოახერხებს უკრაინის ოკუპაციას. ის ისე მოკვდება, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა, რომლის კომენტარსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები