“დასავლეთი დსთ-ში კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს” – პუტინი

დასავლეთის ქვეყნები დსთ-ში კონფლიქტების პროვოცირებას ცდილობენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები, როგორც ახლახან ვამბობდით, თავიანთი მიზნების შესაბამისად, მზად არიან – საფრთხის წინაშე დააყენონ ყველა, ნებისმიერი ქვეყანა, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოახდინონ “ფერადი რევოლუციის” პროვოცირება და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღონ. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს“, – თქვა მან.

რუსეთის ლიდერის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება – “დასავლეთი ცდილობს, აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას ახალი პრობლემები და კრიზისები”.

“ერთპოლარული ჰეგემონია განუწყვეტლივ იშლება. ეს არის ობიექტური რეალობა, რომელთანაც შეგუება დასავლეთს კატეგორიულად არ უნდა და ჩვენ იმასაც ვხედავთ, რაც მომდინარეობს აქედან”, – განმარტა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

ამასთან, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა არის ძირითადი პირობა რეგიონის სახელმწიფოების პროგრესული განვითარებისთვის.

მანვე მოუწოდა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების რისკების გაანალიზებისა და ურთიერთდახმარების გაძლიერებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები