ამერიკელი რეპერი ქულიო გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი ამერიკელი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც რეპერის მენეჯერი უცხოურ მედიასთან ამბობს, ქულიო ლოს ანჯელესში მეგობრის სახლში, აბაზანის იატაკზე იპოვეს, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა შემსრულებლის მენეჯერის განცხადებით, შესაძლოა გულის შეტევა იყოს.

ქულიო მუსიკალურ ინდუსტრიაში 1980-იან წლებში გამოჩნდა. 1990-იან წლებში კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი იყო. განსაკუთრებული წარმატება რეპერს Gangsta’s Paradise-მა მოუტანა და სოლო რეპ შესრულებისთვის “გრემიც” მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები