ზელენსკი რუსებს: გინდათ იცოცხლოთ? – გაიქეცით, ტყვედ ჩაბარდით, იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის – ნუ ძვრებით ჩვენს მიწაზე

გინდათ იცოცხლოთ – გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ – ტყვედ ჩაბარდით. გინდათ იცოცხლოთ – იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში რუს ოკუპანტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს რუსეთში ჰგონია, რომ შეუძლია ყველაფერს „გაექცეს“, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკეთებს, ცდებიან.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, კოორდინირებული ქმედებები პარტნიორებთან, რუსეთის ყალბი რეფერენდუმისა და მასთან დაკავშირებული მუქარის საპასუხოდ.  ეს არ არის 2014 წელი. ყველას ყველაფერი ესმის. და ისინი აუცილებლად იმოქმედებენ. თუ ვინმეს იქ, რუსეთში, ჰგონია, რომ შეუძლია „გაექცეს“ ყველაფერს, რასაც აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუ ვინმე იქ, რუსეთში, იმედოვნებს, რომ მსოფლიო საკუთარ ფასეულობებს უღალატებს,  შემდეგი რუსული განცხადებების შიშით ანექსიის შესახებ, ცდებიან.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ… ვისაც მხოლოდ რუსული ესმის. გინდათ იცოცხლოთ – გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ – ტყვედ ჩაბარდით. გინდათ იცოცხლოთ – იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს. თუ რომელიმე თქვენგანს ნავთობის ჭაბურღილები აქვს? ან სასახლეები? ან ვენახები? იქნებ იახტები გაქვთ? ან რომელიმე ბანკი? საერთოდ რისთვის იბრძვით? თქვენ მხოლოდ კრედიტები გაქვთ, საღამოს რამე სახეთქი და ახლა – მობილიზაცია. თქვენთვის იბრძოლეთ! ნუ ძვრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები