რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე, ქვეყანა 194 ათასმა ადამიანმა დატოვა. მათმა უმეტესობამ თავი შეაფარა ყაზახეთს, სადაც, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 98 ათასი რუსი შევიდა.
ამის შესახებ Moscow Times-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ საქართველომ 53 ათასი ადამიანი შეიფარა, რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე 15- კილომეტრიანი საცობი შეიქმნა.
43 ათასზე მეტი ადამიანი ფინეთში წავიდა; რუსეთის 3 ათასი მოქალაქე, ძირითადად, ბურიატიის მკვიდრი მონღოლეთში გადავიდა.
რუსეთის ელექტრონული კომერციის ასოციაციის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, 50-70 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. კიდევ 70 000-100 000 გაემგზავრა „მეორე ტალღისთვის“, რომელიც აპრილში მოხდა, ახლა, ერთ კვირაში, რუსეთიდან პოტენციურად მობილიზებული 194 000 ადამიანი გაიქცა.