სირიაში ქოლერის ეპიდემიაა – გარდაცვლილია, სულ მცირე, 29 ადამიანი
სირიაში ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული. თავიდან მისი ცალკეული კერები ფიქსირდებოდა, ახლა კი ის მთელ ქვეყანაში ვრცელდება.
ამის შესახებ ვებგვერდი Maariv-ი იტყობინება.
26 სექტემბრის მდგომარეობით, სირიაში ქოლერით უკვე 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 338-ს აღწწვს.
ამჟამად, ექიმები 2000-ზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
ებრაული IRC (The International Rescue Committee)-ის შეფასებით, “ეს მოვლენების უკიდურესად საშიში განვითარებაა. სირიაში ჯანდაცვის ამჟამინდელი მდგომარეობით, ქვეყანაში ის ძალიან სწრაფად გავრცელდება“.