ზელენსკი: თუ რუსეთი ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აღიარებს, პუტინთან სალაპარაკო არაფერი გვექნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აღიარებს, მაშინ პუტინთან სალაპარაკო არაფერი იქნება.

მისი თქმით, რუსეთი რეგულარულად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს და ესკალაციის პროვოცირებას ახდენს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ფსევდორეფერენდუმის შედეგები წინასწარ იყო მომზადებული. ასევე, ყალბ პასპორტებს აწვდიან ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ტერიტორიის ანექსია არის გაეროს წესდების ყველაზე სასტიკი დარღვევა, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის მოპარვის მცდელობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან „შეერთებით“ რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ უკრაინელებს რუსეთის ჯარში მობილიზება აიძულოს.

„ამის შეჩერების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. პირველი, რუსეთის სრული იზოლაცია. ეს სახელმწიფო ვერ დარჩება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრად ვეტოს უფლებით. რუსეთი უნდა გარიცხონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან. თუ ასეთი გარიცხვა პროცედურული თვალსაზრისით რთულია, მაშინ აუცილებელია მისი მონაწილეობის შეჩერება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები