რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს ეხმაურება.
„რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ნათელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.
რუსულმა მედიამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას „მისცა ხმა“.