ენტონი ბლინკენი: უკრაინელებს შეუძლიათ, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ტერიტორიის დასაბრუნებლად გამოიყენონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელებს შეუძლიათ, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენონ, მათ შორის იმ რეგიონებში, რომელთა ანექსიაც მალე შესაძლოა რუსეთმა სცადოს.

„უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება დაიცვას თავი მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ ამა თუ იმ გზით უკანონოდ იქნა მიტაცებული“, – აღნიშნა ბლინკენმა და პირობა დადო, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება.

მანვე დასძინა, რომ აშშ არასდროს აღიარებს იმ ოთხ რეგიონს, რომელთა ანექსიას რუსეთი სავარაუდოდ, ჩატარებული „რეფერენდუმების“ შემდეგ შეეცდება.

„უკრაინელები გააგრძელებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები