ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8385 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8344 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7349 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7352 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.