პრემიერმინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერმინისტრმა, დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა.
პრემიერმინისტრი გმირთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერსა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები