დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
ბრიტანული მედიის ცნობით, სანქცირებულთა სიაში 92 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, რომლებიც უკრაინის ოთხ რეგიონში მოსკოვის მიერ ორგანიზებული ყალბი კენჭისყრის უკან იდგა.
„იარაღის ლულაზე ჩატარებული ყალბი რეფერენდუმები არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ შედეგებს. ბრიტანეთის სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ფიქტიური რეფერენდუმების უკან დგას, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის რეჟიმის მიერ ამ აგრესიულ ომს მხარს უჭერენ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერმა.