Maxar Technologies-ის მიერ მოწოდებული სატელიტური სურათები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტრანსპორტის გრძელ რიგებს გვიჩვენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტერიტორიაზე დრონის საშუალებით გადაღებული დღევანდელი ვიდეო მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მხარეს ასობით მანქანაა თავმოყრილი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხალხი საქართველოში გადასვლას თითქმის 48 საათი ელოდება.
ამასთან, ვიდეოში ჩანს რუსეთის უსაფრთხოების დამატებითი ძალები, რომლებიც საზღვარზე ჯავშანტრანსპორტირით ჩამოდიან.
როგორც მედია წერს, ზემო ლარსის გადასასვლელზე და სხვა სასაზღვრო პუნქტებზე რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.