ირანში არეულობას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა – თუმცა, მსხვერპლი შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს

ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, საპროტესტო მუხტი არ ცხრება.

22 წლის ამინი 13 სექტემბერს სპეციალურმა სადამკვირვებლო პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. როგორც ცნობილია, მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მომხდარმა არეულობა გამოიწვია თეირანსა და ქვეყნის მრავალ ქალაქსა და პროვინციაში.

სოციალურ ქსელებში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებების ამსახველი კადრები ვრცელდება.

გასულ ღამეს დემონსტრანტები ჩრდილოეთ ხორასანის პროვინციის ბუკნურდის რაიონში, თავს პოლიციის განყოფილებას დაესხნენ და ცეცხლი წაუკიდეს.

ასევე, ქალაქ ბანდარ – აბასში რელიგიური სკოლის დაწვის ამსახველი კადრები გავრცელდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პედრამ პაკაინამ განაცხადა, რომ არეულობისას აქციის მონაწილეებმა გაანადგურეს ან დაწვეს სასწრაფო დახმარების 61 მანქანა.

ამასთან, მას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ხელისუფლება სოციალური ქსელების მოხმარებაზე შეზღუდვებს აწესებს, თუმცა, ამის მიუხედავად, საპროტესტო ტალღა სულ უფრო იზრდება.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეტაკებას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – უშიშროების ძალების 2 წევრი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები