ჯო ბაიდენი: პუტინმა რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა სცადა

U.S. President Joe Biden addresses the 77th Session of the United Nations General Assembly at U.N. Headquarters in New York City, U.S., September 21, 2022. REUTERS/Brendan Mcdermid

პუტინმა რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა სცადა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ერთი ადამიანის – ვლადიმერ პუტინის მიერ არჩეული არასაჭირო ომი მიმდინარეობს.

„მოდით, ვისაუბროთ გარკვევით. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში და სცადა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები