“მსოფლიო არ დაუშვებს, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მაგრამ რისკები არსებობს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, მაგრამ არ გამორიცხავს რისკებს, რადგან პუტინის თავში “ჩახედვა შეუძლებელია”.

ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში თქვა.

“არ მჯერა, რომ ის გამოიყენებს ამ იარაღს. არ მჯერა, რომ მსოფლიო მისცემს მას უფლებას, გამოიყენოს ეს იარაღი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ პუტინი გადაწყვეტს ბირთვული დარტყმის განხორციელებას.

„ამ კაცის თავში ვერ ჩავიხედებით, არსებობს რისკები“, – თქვა ზელენსკიმ.

თუმცა, მანვე თქვა, რომ არავინ არ უნდა დაემორჩილოს პუტინის მუქარებს.

“ხვალ პუტინს შეუძლია, თქვას: უკრაინის გარდა, ჩვენც პოლონეთის ნაწილიც გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. ასეთ კომპრომისებზე ვერ წავალთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები