შოიგუმ ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები დაასახელა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაცია, პირველ ყოვლისა, საჭიროა 1000- კილომეტრიანი შეხების ხაზისა და “გათავისუფლებული ტერიტორიების” გასაკონტროლებლად.

ამის შესახებ მან მიმართვაში თქვა.

„შეხების ხაზს შეიძლება, ეწოდოს როგორც ფრონტის ხაზი, ასევე, შეხების ხაზი – 1000 კილომეტრზე მეტია. ბუნებრივია, რაც არის უკან და რაც არის, ამ ხაზის გასწვრივ, უნდა განმტკიცდეს, ეს ტერიტორიები უნდა იყოს გაკონტროლებული. და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამისთვის კეთდება ეს სამუშაო – ვგულისხმობ, ნაწილობრივ მობილიზაციას“, – განაცხადა მან.

შოიგუს თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რომელიც დღეს რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, 300 ათასი რეზერვისტი იქნება გამოძახებული.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯამურად, რუსეთის სამობილიზაციო რესურსი 25 მილიონ ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები