ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის გეგმებს უკრაინის ნაწილებში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და არ აღიარებს მის შედეგებს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ „რეფერენდუმებსა“ და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში, პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები განხილვის საგანი იქნება“, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის და ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.