თურქეთი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე გაფორმება შესაძლებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გასულ კვირას შეთანხმდნენ.