“ხელი მეღლება” – ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს

ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილ თავდამსხმელს ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში აქვს. ამის შესახებ ცნობილი ერთ-ერთი მძევლის ლაივ ვიდეოდან ხდება.

როგორც ის ვიდეოში ამბობს, მძარცველს მხოლოდ ხელის გაშვება უნდა, რომ ყუმბარამ მოქმედება დაიწყოს.

თავდამსხმელი კი ამაზე პასუხობს, რომ მას “ხელი ეღლება”.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელს უკვე მეექვსე საათია მძევლები ჰყავს აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ
დროშასა და ანკესს ითხოვს. დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის ტერორიზმის მუხლითაც.
ამასთან, “საქართველოს ბანკს” აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები