“ძალით რატომ მაკვლევინებთ ხალხს” – თავდამსხმელის მიმართვა (ვიდეო)

“საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელის მორიგი ვიდეო ვრცელდება.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, ის მუქარას განაგრძობს და პოლიციასთან მოლაპარაკებებზე არ მიდის.

“ძალით რატომ მაკვლევინებთ ხალხს. ჩემი ბრალი არ იქნება, ეგენი გკლავენ ქართველებო, ეს დედამოტ**ლები”, – ამბობს ტერორისტი.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, პოლიციამ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, რაზეც თავდამსხმელი აგრესიული გახდა და მუქარა დაიწყო:

“შუქი აანთეთ, თორემ ვისვრი”, – ისმის ვიდეოში.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელს უკვე მეექვსე საათია, მძევლები ჰყავს აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს. დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდება. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც. ამასთან, “საქართველოს ბანკს” აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები