პოლიციელი – მძევალს: ვაკმაყოფილებთ, ვაკმაყოფილებთ, დამშვიდდით

ქუთაისში “საქართველოს ბანკზე,, თავდამსხმელის მორიგი ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ერთ-ერთი მძევალი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც შიდა კადრების ამსახველ ვიდეოში ჩანს, ერთი ქალი შეუძლოდ გახდა.

კადრში ასევე ჩანს, როგორ ესაუბრებიან მძევლები პოლიციელებს, რომელთაც თანხის მოტანისა და მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

“ვაკმაყოფილებთ, ვაკმაყოფილებთ, დამშვიდდით, თქვენ ძალიან ნერვიულობთ”, – მიმართავს ერთ-ერთი სამართალდამცველი მძევალს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები