დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარებას 2023 წელს, სავარაუდოდ, გაუზრდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინას იმავე სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს, რაც 2022 წელს იყო ან შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა ლონდონში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, – იტყობინება Sky News-ი.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, “ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისთვის არის ის, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა”.

მოსალოდნელია, რომ პრემიერმინისტრის რანგში ლიზ ტრასი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება და, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება.

კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრებს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ტრასმა თქვა, რომ „კითხვა ნომერი პირველი – არის გლობალური უსაფრთხოება: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსეთის აგრესიას და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინი – არა“.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სიდიდით მეორე სამხედრო დონორია. წელს ქვეყანამ 2,3 მილიარდი ფუნტი გამოყო, ასევე, კიევს გადასცა ასობით რაკეტა, საჰაერო თავდაცვის სისტემა და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა.

Financial Times წერს, რომ 2023 წელს დიდი ბრიტანეთის დახმარებამ შესაძლოა, სულ მცირე, 2,63 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები