გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II უინძორის ციხესიმაგრეში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამარხში დაკრძალეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სამეფო ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დედოფალი მისი მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, ფილიპის გვერდით დაკრძალეს.
ცერემონიას წმინდა ჯორჯის ეკლესიაში მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.