უკრაინაში რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ: ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ხარკოვის ოლქში სიტუაციის სტაბილიზაცია ხდება, უკრაინელები პოზიციებს იმდენად ძლიერად იკავებენ, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან.
„დღეს უზენაესი მთავარსარდლის შტაბის ახალი სხდომა გაიმართა – ვხვდებით ყოველ ჯერზე, როცა ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს. ხარკოვის ოლქში სიტუაციის სტაბილიზაცია ხდება, პოზიციებს ვიკავებთ იმდენად ძლიერად, რომ ოკუპანტები აშკარად პანიკაში არიან. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ უკრაინაში რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ: ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.