ბუნდესბანკი: გერმანიას რეცესია ემუქრება, მოსალოდნელია ორნიშნა ინფლაცია

გერმანია რეცესიაში მიდის, რადგან ინფლაცია 10%-იან ნიშნულს აღწევს.

ამის შესახებ ბუნდესბანკის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი, – იტყობინება Politico.

„გერმანიის ეკონომიკაში რეცესიის ნიშნებია ეკონომიკური წარმოების მკაფიო, ფართო სპექტრის და გახანგრძლივებული კლების თვალსაზრისით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს ზომიერ შემცირებას მიმდინარე კვარტალში და აქტივობის უფრო შესამჩნევ ვარდნას – წლის ბოლო კვარტალში და მომავალი წლის პირველ კვარტალში.

„მაღალი ინფლაცია და ენერგომომარაგების მომარაგებისა და მის საფასურთან დაკავშირებული გაურკვევლობა გავლენას ახდენ არა მხოლოდ იმ დარგზე, რომელსაც ესაჭიროება გაზი და ელექტროენერგია, მის საექსპორტო ბიზნესსა და ინვესტიციებზე, არამედ – კერძო მოხმარებასა და დამოკიდებულ სერვისებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

გამოცემა წერს, რომ ბუნდესბანკმა არ წარმოადგინა კონკრეტული ციფრები და გააფრთხილა, რომ ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები