“იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში იყო, სრული სიცრუე” – პესკოვი იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენაზე

რუსეთში აცხადებენ, რომ იზიუმში აღმოჩენილი უკრაინელი მოქალაქეების მასობრივი სამარხი ისეთივე სცენარია, როგორც ბუჩაში რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ იყო.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა.

“იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს ტყუილია. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში”, – თქვა პესკოვმა.

ქალაქ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები