„ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

„ჩვენი მთავრობის დაანონსებული გზა, პოლიტიკა არის მშვიდობა რეგიონში“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონში არსებულ გართულებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

„მშვიდობა რეგიონში არ მოიცავს მხოლოდ კავკასიის რეგიონს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მშვიდობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ეს იქნება კავკასიის თუ უფრო დიდი რეგიონის მასშტაბით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით კონკრეტული მოლაპარაკებების ინიციატორები, სადაც საშუალება გვექნება,  იქნება ეს ტყვეთა გაცვლა თუ სხვა ქმედება, რაც იყო პრემიერის ინიციატივა და ყველასთვის სამაგალითო“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ  ტელეკომპანია „იმედის“-ის ეთერში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები