საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტამბულის რეგიონული აეროპორტების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სტამბულში რეგიონული აეროპორტების სამუშო შეხვედრა “Istanbul Regional Airport Workshop” გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროპის 24 რეგიონული აეროპორტი და თურქეთის უმსხვილესი გადამყვანი – Turkish Airlines, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოდან, სტამბულის აეროპორტის (IGA) მოწვევით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) მიიღო. კოპმანიის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტმა სამუშაო შეხვედრაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წარადგინა.

,,სამუშაო შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ვორქშოფი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ სტამბულის აეროპორტის ორგანიზებით მოხდა ევროპის ყველა იმ აეროპორტთან გაცნობითი შეხვედრის დაორგანიზება, სადაც თურქეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ჯერ არ დაფრინავს, თუმცა სამომავლოდ ქსელის გაფართოებას გეგმავს. ჩვენ წარმოვადგინეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენს შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც მგზავრთნაკადის კუთხით, ისე სხვა სიახლეების მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, სადაც ამ ეტაპზე, Turkish Airlines-ი არ დაფრინავს. თუმცა, ამ მიმართულებით სამომავლოდ დაინტერესება თანამშრომლობის კუთხით რეგიონული აეროპორტების სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.
სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდი Turkish Airlines 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. სამომავლოდ ავიაკომპანია მიმართულებების ათვისებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები