განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ცვლილების მიღების აუცილებლობა განპირობებულია უცხოური ენის საგნის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით ამჟამად არსებული პრობლემის გადაჭრის მიზეზით. მისივე თქმით, მასწავლებლობის მსურველი აბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელიც უნდა ასწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ საგანში უცხოური ენის გამოცდა არ ტარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლის საფუძველზე დაადგენს იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, პირს საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა შესრულებულად ჩაეთვლება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები