საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სივრცეში გარდამტეხი საგანმანათლებლო პროცესების ქრონოლოგის ამსახველი სივრცე მოეწყო

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სივრცეში გარდამტეხი საგანმანათლებლო პროცესების ქრონოლოგის ამსახველი სივრცე მოეწყო.

განახლებული სივრცე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვართან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„მოეწყო ქართული ანბანის სამივე სახეობის დაფა. ქრონოლოგიის მიხედვით, გამოფინა ქართული სასწავლებლების ფოტოსურათები და მოკლე აღწერილობა. ასევე, წარმოდგენილია განსაკუთრებული მნიშვნელობის ხელნაწერები, მათ შორის, „ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე ვერსია, „დედაენის” პირველი გამოცემა. მოეწყო სხვადასხვა საგანმანათლებლო ნიმუშების ცალკე დაფაც”,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ხელნაწერებისა და პერიოდული გამოცემების მულაჟები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მომზადდა. მულაჟების შემქმნელია კალიგრაფი დავით მაისურაძე (საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია). აკინძვისა და ყდების შემქმნელია მკინძველ-რესტავრატორი, ინგა ბასილაძე (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები