19 სექტემბრიდან საბაჟო პროცედურაში საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განხორციელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან იზღუდება, (აღარ განხორციელდება) წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა) განსაზღვრისთვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება (გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით).

მათივე ცნობით, წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მიმართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით, განცხადების წარდგენის საფუძველზე.

„აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება უკვე  განხორციელდა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეოსახელმძღვანელო ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ მოცემულია შემდეგ ბმულებზედისტანციურად განცხადების წარდგენის ინსტრუქციაელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნაწინასწარი დეკლარირება იმპორტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები