გიორგი ამილახვარმა 51- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა 51- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. გიორგი ამილახვარმა ახლად რეაბილიტირებული სკოლის სასწავლო ოთახები დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ესაუბრა.

„დღეს სასწავლო პროცესი ქვეყნის ყველა სკოლაში განახლდა. სასწავლო წლის პირველ დღეს ვესტუმრე ჩემს მშობლიურ, ახლად რეაბილიტირებულ 51-ე საჯარო სკოლას. პირველკლასელებს მივულოცე სწავლის დაწყება, ასევე, განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენს გმირ მასწავლებლებს, რომლებიც თაობების აღზრდას მრავალი წელია, ემსახურებიან. განათლებული საზოგადოება არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მასწავლებელთა პროფესიონალიზმის და პროგრამების დახვეწის თვალსაზრისით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ისეთი ხარისხის განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მათი მომავლის წარმატებას”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მოსწავლეები და პედაგოგები საჭირო რესურსებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.

„ქვეყნის ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში მათ დახვდათ მეგობრული, საინტერესო გარემო. ყველა მოსწავლეს უფასოდ გადაეცა სახელმძღვანელოები, ბუქები და ყველა ის რესურსი, რაც მათ სჭირდებათ. მიმდინარე წელს გვაქვს სიახლეები პროგრამაშიც – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოეყო და ცალკე საგნად ისწავლება საქართველოს ისტორია, ასევე, დაემატა ჭადრაკის გაკვეთილები, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები