საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „შემოსავლების სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, სპეციალური სახელმწიფო წოდება მიენიჭება. აღნიშნული ცვლილება „შემოსავლების სამსახურის შესახებ” კანონში შედის, რომლის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან.

„სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები