დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საქართველოსა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW”), (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის უკვე გაფორმებული სასესხო შეთანხმების შედეგად საქართველო 40 მლნ ევროს სესხს მიიღებს, „შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტის” დაფინანსების მიზნით, კერძოდ, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაუმჯობესებისთვის. ამავე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისში რეკონსტრუქციის ბანკსა (KFW) (მაინის ფრაქნკფურტი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას რომელიც აღნიშნული ბანკისგან ასევე 40 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განსახორციელებელი პროექტებისა და სასესხო შეთანხმების პირობების თაობაზე ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები