ირაკლი ზარქუა – მელიას განცხადებაზე: დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ, დღეს კი გამოვიდა “ჯიგარი” და რა თქვა? ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება – მეორე რომ ჰყავთ კიდევ, გიჟი ჯაფარა, ზომავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში

„მთელი საქართველო აქცენტირებული ვართ, რამენაირად 12-პუნქტიანი გეგმა შედგეს, შევასრულოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, სადაც პირველი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია. ამისკენ მოგვიწოდებენ და დღეს გამოვიდა ჯიგარი, რამდენი ხანია, არ ჩანს და რა თქვა? ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

ზარქუას თქმითვე, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას საფუძველი არ აქვს.

“მეორე რომ ჰყავთ კიდევ, გიჟი ჯაფარა, ზომავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში, ალყა როგორ შემოარტყას, მორიგი ახალგაზრდები როგორ ჩართონ იმ ტრაგედიაში, რაც ვიხილეთ, ტრაგედია იყო გომურის თემა, დაზარალებული ახალგაზრდები, მათ შორის ძალოვნები. მერე როგორც ხდება, ეს არშემდგარი რადიკალები რომ გავიდნენ, ბუჩქებში დაიმალონ და ახალგაზრდები დატოვონ პირისპირ. “ნაცმოძრაობის” ლიდერი რომ იყო ბატონი სააკაშვილი და იქიდან მოძღვრავდა, მაშინ ვერ ააგორეს რევოლუცია და ახლა როცა გაემიჯნა, საერთოდ არ ვინტერესდები საქართველოთიო, ხაბეიშვილს და მელიას 17 კაცი გაჰყვება. ნიკა მელიას მოვუწოდებ, აზრი დაატანოს და სახე შეინარჩუნოს. რა ვადამდელი არჩევნები?! საფუძველი არ აქვს და თავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში. თან წარმოდგენილი ჰყავთ წარმომადგენლები პარლამენტსა და თვითმმართველობებში და უნდათ ვადამდელი, თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები