დარია კალენიუკი: დასავლეთის სუსტმა რეაქციამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე უბიძგა რუსეთს, უკრაინაშიც იგივე დანაშაულები ჩაედინა

“ის, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოს მოუწყო, იყო რეპეტიცია იმისა, რაც დღეს ხდება უკრაინაში”, – ამის შესახებ უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიციის წარმომადგენელმა დარია კალენიუკმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ბრძოლა საქართველოს ბრძოლაცაა თავისუფლებისთვის.

„დასავლეთის სუსტმა რეაქციამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე უბიძგა რუსეთს, უკრაინაშიც იგივე დანაშაულები ჩაედინა, მოეხდინა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მილიონობით ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა. დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ გითხრათ – უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინისთვის იბრძვის, რადგან უკრაინის ბრძოლა საქართველოს ბრძოლაცაა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა კალენიუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები