სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი”, საქართველოს მოქალაქის შ.ა.-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, (სპეციალურად მოწყობილ სამალავებში) არადეკლარირებული 515.66 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 45 833.08 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები