ოთარ ნაკაშიძე: სოფო ხალვაში არის ღირსეული ქართველი, გაწონასწორებული და ნამდვილი პროფესიონალი

“სოფო არის ღირსეული ქართველი, გაწონასწორებული და ნამდვილი პროფესიონალი!!! ის არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, საოპერო დასის სოლისტი, ოთარ ნაკაშიძე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„სოფო, მიყვარხარ!!!! სოფო არის ღირსეული ქართველი, გაწონასწორებული და ნამდვილი პროფესიონალი!!! ის არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ!!!
პ.ს.

უკვე გავიგეთ, რომ გარკვეულ ფენა-სექტას უნდა, ქართველებმა ერთმანეთი დავჭამოთ და დავსეროთ!!! რა ტერიტორიულ ერთიანობაზე ვსაუბრობთ?! მოდი, ჯერ ერთმანეთის სიყვარულში გავერთიანდეთ და მერე ვიფიქროთ ტერიტორიებზე!!!! მარაზმია უკვე ეს ყველაფერი!!!! “, – წერს ოთარ ნაკაშიძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ სოფო ხალვაშმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: “ბოლო 2 დღეა, ჩემს სახელთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. ტელეკომპანია “პირველზე” გავიდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს,  მე ხელს ვუშლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში, ვკრძალავ ომის ხსენებას ღონისძიებაზე. გამოქვეყნდა ჩემი მიმოწერა ღონისძიების ორგანიზატორებთან, რომელიც, რა თქმა უნდა, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს, მე წინააღმდეგი ვარ, დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში.

ძალიან ცუდია, რომ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით, ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები