ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს
სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დაინტერესებული პირებისთვის 19 სექტემბრიდან ახალ სასწავლო კურსს იწყებს.
თემატიკა შეეხება ელექტროენერგეტიკული სექტორის რეგულირებას. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე: – ენერგეტიკის სექტორის სამართლებრივი საფუძვლები და საკანონმდებლო ჩარჩო; – ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრები, ტიპოლოგია და სუბიექტები; – ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში; – ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები და ბირჟაზე ვაჭრობის პარამეტრები; – სატარიფო რეგულირების პრინციპები და მეთოდოლოგიური საფუძვლები; – მომხმარებელთა უფლებები და მომსახურების ხარისხი ელექტროენერგეტიკის სექტორში. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან.
კურსის ფარგლებში დაგეგმილია 10 შეხვედრის ორგანიზება. ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 სთ-ზე, თითო ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 2-3 საათი. მონაწილეებს შეეძლებათ ტრენინგებზე როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური დასწრება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის ძირითადი ხარჯები დაიფარება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, აქედან მონაწილეობის მსურველისთვის კურსის სიმბოლური ოდენობა 100 ლარს შეადგენს. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემული ბმულის საშუალებით:
https://us06web.zoom.us/meeting/register/tZIod-yoqzkuHtRmf7RsaC47VNUPESawobPD
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 სექტემბერი, 18:00 საათი.