ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში პარლამენტში დღეს ანტიკორუფციულ საკითხებზე იმსჯელებენ

პარლამენტი ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. დღეს სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფის წევრები იმ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია.

მისივე თქმით, პროცესში აუცილებელია ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა, რათა ნათლად გამოჩნდეს, თუ რა გამოწვევებს ხედავენ ისინი.

“ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით კონცეფციის კონსოლიდირებული ვერსიის მომზადება და ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება.
ასევე, შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც, შესაძლებელია, რომ ჩვენ ვხედავდეთ გამოწვევას და ამ გამოწვევის გადაჭრა თუ გადის საკანონმდებლო ცვლილებაზე, ამისთვის მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ. დაველოდებით რა პოზიცია ექნებათ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები