7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება
“7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა. 7– 12 აგვისტო – 18:00-22:00 ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნება. აგვისტოს ომის მე-14 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. 11 აგვისტო – 20:00 ფილმის „შინდისის გმირები“ ღია ჩვენება. დასწრება თავისუფალია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.