ბექა დავითულიანი – გუდაურში დაღუპულებზე: გმირულად დატოვეს ეს ქვეყანა

“დღეს საქართველოსთვის ნამდვილად ტრაგიკული დღეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ საქმის და ქვეყნის ერთგულება სიცოცხლით დაამტკიცეს.

“დღეს საქართველოსთვის ნამდვილად ტრაგიკული დღეა. თავის საუკეთესო შვილებს უკანასკნელ გზაზე აცილებს. მათ ჰქონდათ ისეთი სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ითხოვდა გმირობას და მათ გმირულად დატოვეს ეს ქვეყანა. თავისი საქმის და ქვეყნის ერთგულება დაამტკიცეს თავისი სიცოცხლით. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ერთ-ერთ მათგანთან ბავშვობაში მეგობრობა მაკავშირებდა”, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები