გაეროში საქართველოს გაწევრიანების იუბილეს ეროვნულმა არქივმა სპეციალური გვერდი მიუძღვნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებიდან 30 წლის საიუბილეოდ ამ დღის ამსახველი ფოტო და ვიდეოდოკუმენტები გამოაქვეყნა.

ეროვნული არქივის ცნობით, საარქივო მასალა ეროვნულმა არქივმა გაეროს აუდიო-ვიზუალური ბიბლიოთეკიდან და ამავე ორგანიზაციის ფოტოარქივიდან მიიღო. ამ დოკუმენტებთან ერთად სპეციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ქართული პრესის გამოხმაურება საიუბილეო დღისადმი.

“1992 წლის 31 ივლისს გაეროს გენერალური ასამბლეის 88-ე პლენარული სესიის 46-ე შეხვედრაზე საქართველო ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა. საქართველოს ისტორიისათვის ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე. ამავე დღეს გაეროს ნიუ-იორკის ოფისის წინ გაიმართა საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი.

გაეროში გაწევრიანებისადმი მიძღვნილი გვერდი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/sakartvelos-gatsevrianeba-gaeroshi-1″,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები